Monday, April 29, 2013

სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება - ნატურმორტის უსასრულო მრავალფეროვნება



პროექტის მთავარი იდეა/ თემა: ნატურმორტის მრავალფეროვნების გაცნობა.



პროექტის აქტუალობა- მოსწავლეების მიერ დახატული ნახატებით და  სხვადასხვა მხატვრების ნახატებით მოირთვება საკლასო ოთახი. მოისმენენ კლასიკურ  მუსიკას. ვაჩვენებ სხვადასხვა მხატვრების მიერ შესრულებულ ნახატებს.
მოსწავლეები საუბრობენ სამხატვრო გალერეაში  გურიის მხატვართა მიერ შესრულებულ ნახატებზე. საუბრობენ შესრულების ტექნიკაზე. იმართება მოსწავლეთა ნახატების პრეზენტაცია.




პროექტის მიზნები - შემოქმედებითი, კრიტიკული აზროვნების, კვლევის უნარის განვითარება, სხვისი აზრის მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულების   ჩამოყალიბება.



მონაწილეთა ასაკი- 10/11 წელი.

ვადები- ხანგრძლივობა- 2 კვირა.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები შეასრულებენ ნატურმორტს, მიიღებენ ინფორმაციას მხატვრების შესახებ.



პროექტისათვის საჭირო  ძირითადი რესურსები:
კომპიუტერი, სხვადასხვა სახელმძღვანელო, გუაში, აკვარელი, ფუნჯი, ფერადი და უბრალო ფანქრები, ფორმატი, საშლელი, აუდიო მასალა.



პროექტის მსვლელობა:

1. თემის შერჩევა და შესაბამისი შეკითხვების ჩამოყალიბება:                      
მოსწავლეებს ვთავაზობ რამდენიმე თემას: ნატურმორტი, ნატურმორტი როგორც ხელოვნების ერთ-ერთი ჟანრი, ნატურმორტის უსასრულო მრავალფეროვნება.
მოსწავლეებმა გამოთქვეს შეკითხვები-თუ რა ვიცით ნატურმორტის შესახებ?
რომელი მხატვრების ცნობილი ნატურმორტები ვიცით, გამოთქვამენ ვარაუდს, თუ დაახლოებით რომელ ეპოქაში სადაური მხატვრის მიერ არის შექმნილი კონკრეტული ნამუშევარი. აღნიშნავენ შექმნილ განწყობილებას.



მოსწავლეებმა შეარჩიეს თემა: ნატურმორტის უსასრულო მრავალფეროვნება.
საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება:    პროექტის მონაწილეები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით (გათვლით) გადანაწილდა ორ ჯგუფად.



პროექტის გეგმის შემუშავება  ჯგუფში:

მოსწავლეებმა შეიმუშავეს პროექტის გეგმა, გაანაწილეს დღეები და დრო.    
      
4. ჯგუფში მოვალეობების გადანაწილება - მოსწავლეებმა პასუხისმგებლობა აიღეს კონკრეტული საქმიანობის შედეგზე. დასახელდა შემსრულებლები და ვინ როდის შეასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას.



5. აქტივობების განხორციელება- პირველმა ჯგუფმა მოიძია მასალა სკოლის ბიბლიოთეკაში, ნატურმორტის უსასრულო მრავალფეროვნებაზე, ჯგუფმა მოიძია მასალა მხატვრებზე, მათ შემოქმედებაზე, შესრულების მანერაზე.



მეორე ჯგუფმა ინტერნეტის საშუალებით მოიძია ნახატები. ორივე ჯგუფმა შეასრულეს ნამუშევრები  აკვარელისა და გუაშის გამოყენებით.



6.პროდუქტის პრეზენტაცია - მოსწავლეებმა დამსწრე     აუდიტორიას წარუდგინეს მათ მიერ მოძიებული და შესრულებული ნამუშევრები.

7. პროექტის შემაჯამებელი შეფასება - მოხდა მოსწავლეების მიერ ანგარიშის სახით და ჩემს მიერ შეფასების რუბრიკის მიხედვით.

კომპონენტები      
A(საუკეთესო)
B(კარგი)
C(საშუალო)
D(დაბალი)
ჯგუფში თანამშრომლობა
აქტიურად თანამშრომლობს ჯგუფის ყველა წევრთან და მათთან აქვს საუკეთესო ურთიერთობა.
თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან და მათთან აქვს კარგი ურთიერთობა.
ნაწილობრივ თანამშრომლობს ჯგუფთან.
არ თანამშრომლობს ჯგუფთან.
ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება
ინფორმაციას მოიძიებს სწრაფად და სრულყოფილად
ინფორმაციას მოიძიებს სრულყოფილად
სრულყოფილად ვერ ახდენს მასალების მოძიებას
ვერ მოიძიებს ინფორმაციებს
ზეპირი პრეზენტაცია
ზეპირ პრეზენტაციას ახდენს მკაფიოდ და ყველასათვის საინტერესოდ
პრეზენტაციას აკეთებს კარგად
პრეზენტაციის გაკეთება უჭირს
ვერ აკეთებს პრეზენტაციას
მსჯელობა
მსჯელობს გარკვევით და დამაჯერებლად. იწვევს საყოველთაო ინტერესს.
მსჯელობს საინტერესოდ
მსჯელობს, მაგრამ ვერ ახდენს აუდიტორიის დაინტერესებასს
ვერ მსჯელობს პროექტთან დაკავშირებით.

საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან / ესგ-სთან კავშირი.

პროექტის ხელმძღვანელი: შორენა კიკუტაძე

ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: shorenakikutadze@gmail.com